|
მუხლი 1. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 06.04.2010, მუხ. 99) 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა დაწესებულებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1446-Iს |