„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
დოკუმენტის ნომერი
1456-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-16
სარეგისტრაციო კოდი
010010000.01.001.016011
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

 

 

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №62, 05.11.2010, მუხ. 379) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 33-ე პუნქტით განსაზღვრული 811 მუხლი ამოღებულ იქნეს და იმავე პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“.

2. 39-ე პუნქტით განსაზღვრულ 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას, ეს ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად და გაგრძელდება კონსტიტუციის 81-ე მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. თუ პარლამენტი იმავე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადაში უნდობლობას ვერ გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტი ამ ვადის ამოწურვიდან 3 დღეში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.“.

3. 44-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1456-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია