„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
263
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-10
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.017430
„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №263

2013 წლის 9 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დად­გე­ნილებაში (www.matsne.gov.ge, 15.04.2011, 240140000.10.003.016334) შე­ტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სა­ხელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მო­გების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილ­ვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შე­მადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი­ნისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – კომი­სი­ის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირე­ბის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენ­ტის უფროსი – კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია