საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
79
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-10
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016204
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №79

2013 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 29 იანვარის  №14 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” №291 ბრძანების დანართი №1 აღდგენილ იქნeს შემდეგი ფორმით მე-13 მუხლის შემდეგ: 

დანართი №1

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი

№ 0000000000

1. ხე-ტყით მოსარგებლე: ------------------------------------------------------------------

 იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება/ვინაობა, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი

(არსებობის შემთხვევაში) / პირადი ნომერი

-----------------------------------------------------------------------------------------------------

2. დოკუმენტის გაცემის საფუძველი: -----------------------------------------------------

                                                          სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი

3. მონაცემები (არამარკირებული) ხე-ტყის მოცულობისა და ჯიშის შესახებ:

4. მონაცემები მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) შესახებ: 

 

 

5. დამზადების ადგილი: ------------------------------------------------------------------

 მიეთითება სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი და ლიტერი, სხვა შემთხვევაში – განთავსების

------------------------------------------ ტყეკაფის № -------------------------------------

 ზუსტი მისამართი

6. სატრანსპორტო საშუალება: ----------------------------------------------------------

სახეობა, სახელმწიფო ნომერი

7. დანიშნულების ადგილი: ----------------------------------------------------------------

ზუსტი მისამართი

8. ხე-ტყის გადამზიდავი პირი: -------------------------------------------------------------

ხე-ტყის გადამზიდავი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), პირადი ნომერი

9. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: ------ სთ ------წთ ”-------” ”-----------------------” 201 წ.

10. დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი -------------- გვარი -------------

თანამდებობა ---------------------------------------------------------------------------------

ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ დოკუმენტის შევსების შემთხვევაში სავალდებულოა

ამ გრაფის შევსება

 

 ხელმოწერა ------------------------------------

 

დამამზადებელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დამკვეთი: -------------------------------------------------------------------------

 

სფს-ს რეგისტრაციის № –––––––––––––––––––––––––––––––––––– 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ მჭედლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია