„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
796
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-10
სარეგისტრაციო კოდი
120260010.08.002.016882
„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №796

2013 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635 ბრძანებულებაში (სსმ III,  2010 წ., №98, მუხ. 1437) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესის“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას (შესაბამისი მომსახურების შესყიდვას) უშუალოდ ახორციელებს  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ბ) სამივლინებო ხარჯების დაფარვა ხდება სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებს, იმავე პუნქტში მოცემული წესის დაცვით, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები, მივლინების არა უმეტეს 15 დღის ოდენობით შეწყვეტის შემთხვევაში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია