„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
782
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
140120000.08.002.016876
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №782

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ- საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის  №538 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში:“;

ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინსპექტირების სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, სპეციალისტი;“;

გ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის:

ა) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) ტერიტორიული ორგანოს (სამსახური) უფროსი;

გ) ცენტრალური აპარატის სწრაფი რეაგირების სამსახურის და ტერიტორიული ორგანოს (სამსახური) სწრაფი რეაგირების განყოფილების სწრაფი რეაგირების საჯარო მოსამსახურეები.

4. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს:

ა) უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი მეტყევე;

ბ) ტერიტორიული ორგანოს სატყეო სამსახურის უფროსი, უფროსი მეტყევე, სატყეო უბნის უფროსი.“;

დ) 111 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია