განჩინება შპს „ლაზიკა“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/1029-13
მიმღები ორგანო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2013-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-09
განჩინება შპს „ლაზიკა“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

საქმე №2/1029-13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

           ქუთაისის საქალაქო სასამართლო

     მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი – შპს „ლაზიკა’’;

(საიდენტიფიკაციო ნომერი 419986206)

წარმომადგენელი – მიხეილ ნამადოვი (დირექტორი);

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ლაზიკის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

      

      2013 წლის 17 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ‘’ ლაზიკ ი ს ’’ დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა და აღნიშნა , რომ კომპანია დაფუძნდა 2012 წლის 1 ივნისს , კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა პურ - პროდუქტების წარმოება , ამავე წლის 1 ივნისიდან კომპანიამ იჯარით აიღო ქ . ზუგდიდში მდებარე პურის ქარხანა , რომელიც წარმოადგენდა შპს ‘’ კოლხის ’’ საკუთრებას , ხოლო ხსენებულმა კომპანიამ შეწყვიტა აღნიშნულ საწარმოში ფუნქციონირება . აქტიური მარკეტინგული კამპანიით და მაღაზიებისათვის ექსკლუზიური ფასების შეთავაზების მიუხედევად კომპანიამ ვერ შეძლო მომგებიანობის იმ ნიშნულზე გასვლა , რომლითაც შეძლებდა ყოველთვიური ხარჯების დაფარვას .

      201 3 წლის 22 ივლისის განჩინებით შპს ,,ლაზიკის’’ დირექტორს მიხეილ ნამადოვს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე , ვინაიდან   მოვალე თავისი   ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას . ამასთან , განემარტათ კრედიტორებს , რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ლაზიკის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით . თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში , სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა , რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო .

     ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 24 ივლისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორ ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებ ით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

    ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე -16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს , რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი   ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას , სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს , რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით , თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება .

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე -7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში , სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს , რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია .

     გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ლაზიკა’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ლაზიკის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,  

  :

1.   შპს ,,ლაზიკა’’  (ს/ნ 419986206) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ლაზიკის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე                                                                 გენადი მაკარიძე

კრებსითი — სრული ვერსია