|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1); ბ) ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №2); გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №3).
დ) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №4).
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №2-53 - ვებგვერდი, 28.02.2014წ. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი N1
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი აგრარული ან/და იურიდული განათლება; ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება; გ) მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; დ) სავალდებულოა ერთი უცხო ენის ცოდნა, (ინგლისური ან/და რუსული); ე) საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (microsoft word, excel, power point outlook). |
| მუხლი 2 |
სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს შრომის კოდექსი; ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილება; კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანება. |
დანართი N2
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებული განათლების მქონე კანდიდატებს) და მაგისტრის ხარისხის ქონა; ბ) მევენახეობა/მეღვინეობის დარგში არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; დ) სავალდებულოა ორი უცხო ენის (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა; ე) საოფისე-კომპიუტერული პროგრამების (microsoft word, excel, power point outlook) ცოდნა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 29 იანვრის ბრძანება №2-17 - ვებგვერდი, 29.01.2015წ. |
| მუხლი 2 |
სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანება; დ) „ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულების“, „ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესის შესახებ დებულების“, „მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანება; ე) „ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და “ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვალის №2-37 ბრძანება; ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანება; ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. |
დანართი N3
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის (შემდგომში - ლაბორატორია) დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან აგრარული); ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში არანაკლებ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; დ) სავალდებულოა ერთი უცხო ენის ცოდნა, (ინგლისური ან/და რუსული); ე) საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (microsoft word, excel, power point outlook) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №2-227 - ვებგვერდი, 21.10.2013წ. |
| მუხლი 2 |
ლაბორატორიის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი; ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; თ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 მაისის №01-18/ნ ბრძანება; კ) „განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტმის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილება; ლ) „სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანება; მ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. |
დანართი №4
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №2-53 - ვებგვერდი, 28.02.2014წ. |
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
სოფლის
მეურნეობის
სამეცნიერო
-
კვლევითი
ცენტრის
დირექტორის
ვაკანტური
თანამდებობის
დასაკავებლად
კანდიდატებისათვის
დამატებითი
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
და
საკონკურსო
თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი აგრარული განათლება, სავალდებულოა დოქტორის აკადემური ხარისხი; ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება; გ) მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; დ) სავალდებულოა ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული); ე) საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (microsoft word, excel, outlook). |
| მუხლი 2 |
ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს შრომის კოდექსი; ზ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი; თ) „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; კ) „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №198 დადგენილება. |