საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1412
2013 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულები ს ‑ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დ ახმარების საკითხთა სამი ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პრო გ რამისათვის − „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება “ (პროგრამული კოდი 27 02 01) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განა ხორციელოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დასუფთავება/დალაგების, ბრალდებულების/მსჯავრდებულებისათვის განკუთვნილი თეთრეულის რეცხვის და ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის შესაბამისი პროდუქტების მიტანის/დარიგების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 350000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი