„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1391-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-09
სარეგისტრაციო კოდი
120260040.05.001.017168
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „6. დახურულ და სხვა ცალკეულ სამხედრო ნაწილებში, სამხედრო-საჰაერო და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში, აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1391-რს

კრებსითი — სრული ვერსია