|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” №29 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 22/08/2013, 010240020.15.008.016096) დამტკიცებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა); ბ) ამავე თავის ბოლოს, გრაფაში „ყურადღება” დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი: „კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება”. 2. თავის „კენჭისყრის დღეს წესრიგის დაცვა კენჭისყრის შენობაში” გრაფაში ყურადღება დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი: „კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|