„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1332-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
450030000.05.001.017106
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის მიმართ რისკის ყველა შემთხვევაში ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიის საერთო წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

2. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და მის მიმართ რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიების შესახებ“ დადგენილების მიღება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 სექტემბერი 2013 წ.

N1332-რს

კრებსითი — სრული ვერსია