|
მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უზრუნველყოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს წინადადებები მისი განვითარების თაობაზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 25 სექტემბერი 2013 წ. N1328-რს |