„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N322 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/09/2013წ., 200090000.22.033.016568) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით, 2012 წლის 5 ივლისი - დეკემბრის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული/გამოყენებული (გარდა აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულისა) იმპორტირებული საქონლის მიხედვით აქციზის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება 2012 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციით.“.“.
|