|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებით (სსმ III, 29.05.09, №65, მუხლი 720) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) სხვადასხვა სახის ტესტირება; დ) გასაუბრება.“. 2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. კონკურსის პროგრამისა და ფორმის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე ერთი კვირით, ხოლო კონკურსის პირობებისა და ჩატარების გრაფიკის საჯაროობას - სამი კალენდარული დღით ადრე მაინც.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|