შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 30 აგვისტოს №16/21 დადგენილებაში (06.09.2013 წელი სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016170) კერძოდ:
დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლში სიტყვა ,,წარდგინების’’ შეიცვალოს სიტყვით ,,წარდგენის’’, ხოლო მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებში სიტყვები ,,5 კაცის” და ,,2 კაცის’’ შეიცვალოს სიტყვებით ,,5 კანდიდატით’’,
,,2 კანდიდატით’’.
|