„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1245-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
280110010.05.001.017140
„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 30) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 6. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების და მასში ცვლილების შეტანის წესი

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წინადადებების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1245-Iს

კრებსითი — სრული ვერსია