„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1242-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
470100000.05.001.017137
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

2. 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებისა და გულის შეუქცევი გაჩერების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 3. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1242-Iს

კრებსითი — სრული ვერსია