|
მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისათვის გადახდილი ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი მოსაკრებლისაგან. დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისათვის გადახდილ ანაზღაურებაზე რაიმე სახის მოსაკრებლის დაწესება, შემოღება და გადახდევინება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1249-Iს |