,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 84-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. 2012 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 1 იანვრამდე, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური ან გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატებით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. 2014 წლის 1 იანვრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებით.“.
|