„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის N05/35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
05/36
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-16
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.054.016075
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის N05/35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/36

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №05/35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე' საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №05/35 ბრძანებით დამტკიცებული  „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების“ მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„სამინისტროში საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი

კრებსითი — სრული ვერსია