„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1152-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-01
სარეგისტრაციო კოდი
010130000.05.001.017099
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე იმ პირთა საქართველოში დაბრუნების მიზნით, რომელთა მიღების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.“.

2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. საქართველოდან გასვლის შეზღუდვა მისი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით

სხვა სახელმწიფოში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქეს, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეუზღუდოს ამ სახელმწიფოში გასვლა გარკვეული ვადით. საქართველოს მთავრობის დადგენილებები ასეთი შეზღუდვის შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.“.

3. მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საქართველოში საომარი მდგომარეობის, ომის გამოცხადების ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, შეზღუდოს წვევამდელთა, რეზერვისტთა და სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოდან გასვლა.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებები ასეთ შეზღუდვათა შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1152-Iს

კრებსითი — სრული ვერსია