საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1273-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-02
სარეგისტრაციო კოდი
010190020.04.001.016088
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:

  ა) ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

    ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება;

  გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

   დ) ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს საქართველოს  სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

    ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.“.

   2. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

   „11. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.“.

   3. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

  „11. კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება.“.

   4. 1841 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:

  „21. ამ კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოზე მის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის საჭირო პროექტების/პროგრამების განხორციელებისას.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1273-Iს

კრებსითი — სრული ვერსია