„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1230-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-02
სარეგისტრაციო კოდი
010270000.05.001.017101
„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

         1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ2“ ქვეპუნქტი:

  „ძ2) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით;“.

        2. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ე) უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართოს საქართველოს მთავრობას საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის წინადადებით;“.

 

      მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1230-Iს

კრებსითი — სრული ვერსია