|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვიანის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვიანის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 თებერვლის №6 დადგენილებაში (ვებგვერდი, 22/02/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. №5 ქუჩას ეწოდოს ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|