„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.112.016144
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის №14 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/04/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია