საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1271-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-26
სარეგისტრაციო კოდი
080000000.05.001.017090
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 331-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 331. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება

1. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) ჩადენილი არაერთგზის;

გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1271-Iს

კრებსითი — სრული ვერსია