საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1376
2013 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1120 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1120 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების მოქმედი რედაქცია ჩაითვალოს განკარგულების პირველ პუნქტად;
ბ) განკარგულებას დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად , ამ განკარგულები ს პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით .“.
პრემიერ - მინისტრი ბ . ივანიშვილი