„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07.04.2011, 410080000.22.025.016008) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა).“
|