|
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 20 სექტემბრამდე შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2013 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის შეცვლილი/დამატებული საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|