„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 1 დეკემბრის №205 ბრძანებით (სსმ III, 03.12.2010, №158, მუხ. 2231; სარეგისტრაციო კოდი: 010.320.00.42.047.016.002) დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დროის დასაფიქსირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები ან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღრიცხვო ჟურნალი. კონტროლის ტექნიკური საშუალებაა პლასტიკური ბარათი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამსახურებრივ პირადობის მოწმობას. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს აღნიშნული ბარათების გაცემას და მათი ჩაბარების კონტროლს თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის, თანამდებობრივი გადაადგილების ან სხვა აუცილებელი გარემოებების არსებობისას.”.
|