„ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/469 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
05/48
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016085
„ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/469 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/48

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/469 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/469 ბრძანებაში (სსმ, 147, 30/10/2006) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“

2. ბრძანებით დამტკიცებული 'საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების  მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია :

ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები ;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები;

გ ) უცხოური ინვესტიციები ;

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი ;

ე ) კერძო შემოწირულობანი ;

ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ;

ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები “

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი

კრებსითი — სრული ვერსია