საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1356
2013 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
სამთო-სათხილამურო სპორტში და ფიგურულ ციგურაობაში საქარ თ ველოს ნაკრები გუნდების წევრების 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმ პიადისთვის სათანადოდ მომზადებისა და აღნიშნულთან დაკავშირე ბუ ლი სხვადასხვა ხარჯების გაწევის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 538 400 ( ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოთ ხასი) ლარი , მათ შორის:
ა) 300 000 (სამასი ათასი) ლარი ა(ა)იპ - საქართველოს სათხილა მუ რო ფედერაციისათვის გადასაცემად - 2013 წლის ბოლომდე დარჩენილ პე რიოდში, სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს ნაკრები გუნ დის წევრების საზღვარგარეთ მომზადების, სხვადასხვა შეჯიბრებებში მო ნაწილეობის, აღნიშნულთან დაკავშირებით მოწვეული უცხოელი მწრთვ ნე ლების შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა და საჭირო აღჭურ ვი ლობის შეძენისათვის;
ბ) 238 400 (ორას ოცდათვრამეტი ათას ოთხასი) ლარი ა(ა)იპ - საქარ თ ველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისთვის გადასაცემად - 2013 წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში, ფიგურულ ციგურაობაში საქარ თველოს ნაკრები გუნდის წევრების აშშ-ში მზადების, მასთან დაკავში რე ბული ხარჯების (ცხოვრების, ყინულის მოედნის იჯარის, აუცილებელი ინვენტარის, მწრთვნელებისა და ექიმის მომსახურებისა და სხვა) გაწე ვი სა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისათვის.
პრემიერ - მინისტრი ბ. ივანიშვილი