შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1352
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016002
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1352

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2013-2015 წლების განმავლობაში უზრუნველყოს ქალაქ ტყიბულის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.

2.    ეთხოვოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვის გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია