საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 13 21
2013 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „ქართული სოფლის“ (ს/კ 404861173) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „ქართულ სოფელსა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 11 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.5 მუხლით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი