საქართველოს მთავრობის
განკარგულება 13 1 7
2013 წლის 1 0 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის № 427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის № 427 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხის (დანართი № 2) „ფ” და „ქ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) საქართველოს მთავრობის წევრის ან/და სამსახურის სხვა დასაცავი პირის საცხოვრებელი ბინა - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;
ქ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ბინები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე; ”.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი