|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 9 სექტემბრის 2013 წლის №6196 მომართვის საფუძველზე,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში სსმ. 010250000.35.153.016176 19.08., 2013.) კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის პრეამბულა, ნაცვლად „ბენეფიციარი 80 ოჯახი (4 და მეტი შვილი)“, ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ბენეფიციარი - 90 ოჯახი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი)“. 1.2.პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „4. გამგებლის ბრძანებით კომისიის შექმნა და პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო პროგრამის სრულყოფილად განხორციელებას“. 1.3.პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსარგებლისათვის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ სასურსათო პაკეტის გადაცემა, მიღება- ჩაბარების აქტით (ერთ ოჯახზე ერთი პაკეტი).". 1.4. პროგრამის მე-4 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1 ცალი სასურსათო პაკეტის შემადგენლობა“. 1.5. პროგრამის მე-4 მუხლის ცხრილს დაემატოს მე-12 პუნქტი: „12. პაკეტის ღირებულება - 36 ლარი და 95 თეთრი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|