აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
70-უ.ს.შ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2013-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-24
სარეგისტრაციო კოდი
190040000.31.056.016036
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1381  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი.
2. უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვროს  4960,0  ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

    ა) ხარჯები - 4875,0  ათასი ლარი;

    ა.ა) შრომის ანაზღაურება - 3397,1   ათასი ლარი;

    ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა -  85,0 ათასი ლარი;

3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 120 საშტატო ერთეულით;
4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებული იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

19 სექტემბერი 2013 წ.

N70-უ.ს.შ.ს.

კრებსითი — სრული ვერსია