საქართველოსა და ბენილუქსის სახელმწიფოებს (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ნიდერლანდების სამეფო) შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
724
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-17
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016868
საქართველოსა და ბენილუქსის სახელმწიფოებს (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ნიდერლანდების სამეფო) შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №724

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოსა და ბენილუქსის სახელმწიფოებს (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ნიდერლანდების სამეფო) შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2013 წლის 5 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და ბენილუქსის სახელმწიფოებს (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ნიდერლანდების სამეფო) შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია