|
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) მე-10 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს, აკისრებს მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას, აჯილდოებს უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულადი პრემიით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1045-Iს |