|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცდეს შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს (სსმ 15/03/2013 სარეგისტრაციო კოდი 010260020,35,105,016111) ცვლილება, კერძოდ: |
დებულების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან: ა) მიწისა და ქონების მართვის განყოფილება; ბ) ტრანსპორტის რეგულირების განყოფილება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. |
| მუხლი 3 |
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|