|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2013, 010240010.10.003.017218) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 28‑ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე‑4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ: ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს; ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან; გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან; დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს; ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|