2013–2014 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
150/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-30
სარეგისტრაციო კოდი
430060000.22.022.016670
2013–2014 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №150/ნ

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2013–2014 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის და „2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №66 დადგენილების პირველი მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2013–2014 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი

 

20 13 –201 4 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება
1. 2013–2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, დიპ­ლო­მირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს.

2. 20 13 –201 4 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად , საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება № 165 /ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.


მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტი
1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2013 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი 
1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით” გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდების შედეგების მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მეორე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა აბსოლუტური ქულის რანჟირების მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.


მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება
1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე , დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან „ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 აგვისტოს № 218 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ს „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება „ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 აგვისტოს № 218 დადგენილების შესაბამისად.


მუხლი 5. განცხადების წარდგენა
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნანსების მოსაპოვებლად ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტი ქართულ ენაზე თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს განცხადებას თან ერთად წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროში 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

მუხლი 6. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
პროგრამის შესახებ დაინტერე­სე­ბუ­ლი პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნ­ველ­ყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორ­მა­ცი­ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ­გვერ­დზე განთავსებას .


კრებსითი — სრული ვერსია