საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
692
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-09-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-08-27
სარეგისტრაციო კოდი
020090000.08.002.016867
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №692

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი №1 დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს თანდართული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი №2 დანართის შესაბამისად.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი




დანართი №1

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი

1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდეგში - ადმინისტრაცია) არსებული საზოგადოებრივი ინტერესების სფეროს განკუთვნილი საჯარო ინფორმაციის ადმინისტრაციის ელექტრონულ რესურსზე (ადმინისტრაციის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.

3. ადმინისტრაციის ვებგვერდის მისამართია: www.president.gov.ge.

4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას.

41. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციას არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.

42. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება.

43. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებულება №282 - ვებგვერდი, 27.08.2015წ.

5. ადმინისტრაციის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:

ა) ადმინისტრაციის სტრუქტურა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულება (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია ადმინისტრაციის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

დ) ადმინისტრაციის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის  პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციაში შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);

ზ) (ამოღებულია - 30.05.2014, №210);

თ) (ამოღებულია - 30.05.2014, №210);

ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად);

კ) ინფორმაცია ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ - მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად);

ლ) ინფორმაცია ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად);

ლ1) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი;

მ) ინფორმაცია ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებისათვის გაცემული შრომითი გასამრჯელოს კვარტალური ოდენობის შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად);

შენიშვნა: თანამდებობის პირთა შრომითი გასამრჯელოს შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: www.declaration.gov.ge.

მ1) ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტი;

მ2) ინფორმაცია ადმინისტრაციის მოსამსახურეთა გენდერული ბალანსის შესახებ;

ნ) ინფორმაცია ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალკე - ქვეყნის შიგნით და ცალკე ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) (ქვეყნდება კვარტალურად);

ო) ინფორმაცია ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ - მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად);

პ) ინფორმაცია საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად);

ჟ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად);

რ) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში).

შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, ხოლო, თუ ბრძანებულებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 30 მაისის ბრძანებულება №210 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებულება №282 - ვებგვერდი, 27.08.2015წ.

 

დანართი №2

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით

მოთხოვნის სტანდარტი

1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდეგში - ადმინისტრაცია) ელექტრონული ფორმით არსებული საჯარო ინფორმაციის  მოთხოვნის წესსა და პირობებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებულება №282 - ვებგვერდი, 27.08.2015წ.

2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა ხდება დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციის ელექტრონულ რესურსზე (ადმინისტრაციის ვებგვერდზე) წერილობითი განცხადების წარდგენის გზით.

3. ადმინისტრაციის ვებგვერდის მისამართია: www.president.gov.ge.

4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ  მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაცია, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებულება №282 - ვებგვერდი, 27.08.2015წ.

6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.

 


კრებსითი — სრული ვერსია