აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
დოკუმენტის ნომერი
174-ს
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2013-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-05
სარეგისტრაციო კოდი
010010010.29.060.016001
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატების შეტანის თაობაზე“
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კონსტიტუციური კანონი

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატების შეტანის თაობაზე“

მუხლი 1
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ (,,აფხაზეთის ხმა“, №27, 06.07.2001წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3-5 პუნქტები:

,,3. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაათავისუფლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

4. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით წარადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

5. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეელგუჯა გვაზავა

 

 

20 აგვისტო 2013 წ.

ქ. თბილისი

N174-ს

 

კრებსითი — სრული ვერსია