“ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის N19.04.793 დადგენილებაში ცვლილებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23.08.1005
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2013-09-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-05
სარეგისტრაციო კოდი
010260030.37.101.016164
“ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის N19.04.793 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №23.08.1005

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის N19.04.793 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის -   საგანგებო  და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის  საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ”  ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის N19.04.793 დადგენილების (გამოქვეყნებულია სსიპ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 110725041, 26/07/2011, სარეგისტრაციო კოდი  010260030.37.101.016070) დანართი 1-ით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდებაში (დებულებაში) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წყალზე სამაშველო განყოფილება მასში შემავალი წყალზე სამაშველო ნაწილით და კუს ტბის, მტკვრის და თბილისის ზღვის ქვესადგურებით’’.

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41.შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტი:

ა) შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების  განყოფილება;

ბ)შინაური და გარეული ცხოველების თავშესაფრის მომსახურების განყოფილება;”

გ) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ოთხი სახანძრო-სამაშველო (ასეული) ნაწილით’’.

დ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ორი სახანძრო-სამაშველო (ასეული) და ერთი კავშირგაბმულობის ნაწილით’’.

ე) მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის “ვ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:

„171. შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და  ამოცანებია:

ა) შინაური და გარეული ცხოველების ჰუმანური გზით დაჭერა, იზოლაცია, ტრანსპორტირება შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფრებში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცხოველების მიმართ სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება;

გ) მოსახლეობის დაცვა ქვეწარმავლებისაგან, კერძოდ: მათი დაჭერა და დაუსახლებელ ადგილებში გაშვება’’.

ზ) მე-7 მუხლს დაემატოს შედეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში’’.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 ოქტომბრიდან.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

კრებსითი — სრული ვერსია