შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის N837 და 2012 წლის 29 მაისის N669 განკარგულებებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს №01/9–ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
01/16-ო
მიმღები ორგანო
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი
2013-09-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-03
შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის N837 და 2012 წლის 29 მაისის N669 განკარგულებებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს №01/9–ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

 სამსახურის უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა   № 01/16-ო

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი        

შპს – სადაზღვევო კომპანია ,,პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის № 837 და 2012 წლის 29 მაისის № 669 განკარგულებებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო     ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს № 01/9 - ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

 საქართველოს კანონის – ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 20 მარტის № 354-II ს ცვლილების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, ამავე კანონის 331 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის ,,სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ № 102 დადგენილების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის № 126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე :

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1 . შპს – სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ დროებით ადმინისტრატორად დაინიშნოს ზვიად გაბისონია (პირადი ნომერი № 01026008225), რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის № 126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.

2. დროებითმა ადმინისტრატორმა მიიღოს აუცილებელი ზომები შპს – სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ ფინანსური მდგომარეობის შესაძლო გაჯანსაღებისთვის.

3. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო     ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს № 01/9 - ო ბრძანებით განსაზღვრული იძულებითი ადმინისტრაციის ვადა გაგრძელდეს 2013 წლის 2 სექტემბრიდან 2013 წლის 2 ნოემბრამდე .

4 . იძულებითი ადმინისტრატორის დანიშვნა - გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობოს შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის “ მარეგისტრირებელ ორგანოს , გამოქვეყნდეს „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე.

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( ქ . თბილისი , დ ავით აღმაშენებლის ხეივანი , მე -12 კილომეტრი N6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 სამსახურის უფროსი                                     ლაშა ნიკოლაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია