„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2569
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-20
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.001.352
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ.55) 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. მოსამსახურე პენსიაში გადის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 23 ივლისი.

№2569–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია