1.
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის დაზუსტების მიზნით, „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის N435 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2010 წ., N72, მუხ. 1052) გათვალისწინებული იმ ტერიტორიის სქემატური რუკა, რომელსაც მიენიჭა განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი, შეიცვალოს თანდართული სქემატური რუკით. |