„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
688
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-09-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-03
სარეგისტრაციო კოდი
100110000.08.002.016862
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №688

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2010 წ., N134, მუხ. 1925) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-6 მუხლის:
ა.ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“;

ა.ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-10 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურის გადაყვანა/თანამდებობრივი გადაადგილება ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაყვანა/თანამდებობრივი გადაადგილება - მინისტრის ბრძანებით. ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.

5. შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე დაბალ თანამდებობაზე გადაადგილებისას, მოსამსახურეს შეიძლება შეუნარჩუნდეს ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.

6. სხვა საფუძვლებით (გარდა უარყოფითი მოტივებისა) მოსამსახურის დაბალ თანამდებობაზე გადაადგილებისას, თუ მან 15 წელი იმსახურა სისტემის ორგანოში, მას ასევე შეიძლება შეუნარჩუნდეს ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი  სარგო.“;

გ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

დ) 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ან მისი მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით. წინა წლის გამოუყენებელი შვებულება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. მორიგი ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახლად დანიშნული მოსამსახურისათვის გამოითვლება ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე სამსახურის ყოველ სრულ თვეზე მიღების დღიდან. ასეთ შემთხვევაში, მოსამსახურეს მისი მოთხოვნით 10 დღეზე ნაკლები შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის შვებულებასთან ერთად.“.

ე) 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოსამსახურე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.“;

ვ) 30-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოსამსახურის მოტივირებული და დასაბუთებული წერილობითი განცხადება სამსახურის შეჩერების შესახებ, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარე აკმაყოფილებს გონივრული ვადით;“;

ზ) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია